გაბრიელ მარტინელი მადრიდის „რეალის“ რადარზეა
გაბრიელ მარტინელი, რომელიც ახლა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ღირსებას იცავს, ანჩელოტის რადარზეა...
სამეფო კლუბი ახალგაზრდა შემტევის ვარიანტსაც განიხილავს. მარტინელი ბრაზილიელია, თუმცა იტალიის მოქალაქეობასაც ფლობს და არაევროკავშირელის სტატუსის პრობლემა არ აქვს.
მოთამაშის ფასი ამ ეტაპზე 60 მილიონ ევროს აღწევს, მასზე ინგლისში საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ.
ფაქტია, რომ „არსენალის“ წარმატებაში გაბრიელს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მიმდინარე სეზონში მოთამაშემ მხოლოდ პრემიერლიგაში 14 თამაში ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
მარტინელი ეფექტურია, როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე.
მადრიდული გრანდი 2023 წლის ზაფხულისთვის გეგმებს აყალიბებს და არაერთ წინახაზელს განიხილავს, მათ შორის კი „მეთოფე“ გაბრიელი აუცილებლად იქნება.
- 3 დეკემბერი 2022
- 690
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.