გვარდიოლი: „მოდრიჩისგან ამის მოსმენა არ მჭირდება“
20 წლის ცენტრალურმა მცველმა იოსკო გვარდიოლიმ Revelo-სთან „რეალის“ ინტერესზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, მოდრიჩმა არაფერი უნდა მითხრას სამეფო კლუბის გუნდის შესახებ, ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობს. მე ისედაც ვიცი, რომ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს უდიდესი კლუბია და პატივია, როდესაც მასთან გაკავშირებენ. შეიძბეა ერთ მშვენიერ დღეს იქ ასპარეზობის უფლება მომეცეს, არაფერს გამოვრიცხავ.“
- 2 დეკემბერი 2022
- 1 955
- 28