კურტუა: „ამის გაკეთებას არ ვაპირებ“
ტიბო კურტუამ ხორვატიასთან ჩატარებული თამაში შეაჯამა. ბელგიელებმა განვლილი პაექრობის მოგება ვერ მოახერხეს და შესაბამისად, სახლში უწევთ დაბრუნება.
„ძალიან რეალაური შანსები გვქონდა გოლის გატანისა, მაგრამ ფეხბურთი არ იყო ჩვენს მხარეს. საწყენია, თუმცა ვერაფერს შევცვლით. მაროკოსთან წაგებამ მეტად იმოქმედა ბელგიის გამოთიშვაზე.“
„არ მგონია ვინმეს სურდეს სანაკრებო კარიერის დასრულება. რა თქმა უნდა, არც მე ვაპირებ ამის გაკეთებას, პირიქით, ჩემი მიზანია შემდეგ მუნდიალზეც დავიცვა ქვეყნის ღირსება. „ოქროს თაობა?“ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ვინაიდან ტიტული არ მოგვიგია.“
„სამწუხაროდ რობერტო მარტინესი ტოვებს ჩვენს რიგებს. ახალი მწვრთნელის მოძიება მოგვიწევს.“
- 2 დეკემბერი 2022
- 649
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.