„რეალი“ „ჩელსის“ მცველის დამატებას გეგმავს
ინგლისური პრესის ინფორმაციით, „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე „ჩელსის“ მცველის დამატების სურვილს გამოთქვამს.
კერძოდ, მადრიდელები ინტერესს გამოთქვამენ სეზარ ასპილიკუეტას მიმართ. ეს უკანასკნელი, ამჟამად, კატარში იმყოფება, ესპანეთის ნაკრების განკარგულებაში.
არსებული მომენტისათვის, 33 წლის მარჯვენა მცველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.
მართალია, ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ მისი გამოცდილება და ბრძოლისუნარიანობა ეტად გამოადგა გუნდს.
განვლილ ზაფხულს ასპილიკუეტას გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობდა. როგორც ცნობილია, თავად მოთამაშესაც უნდა „ლურჯების“ რიგების დატოვება.
- 2 დეკემბერი 2022
- 1 065
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.