„ბარსას“ ფეხბურთელი ვინისიუსისკენ იშვერს ხელს
„ბარსელონას“ ფეხბურთელი ერიკ გარსია ვინისიუსისკენ იშვერს ხელს.
განვლილ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ „ელ კალსიკოზე,“ ესპანელმა მოთამაშემ ბრაზილიელ მეტოქეს დამამცირებლად მიმართა: „ეი, შენ! შემდეგ სეზონში „ოქროს ბურთს“ მოიგებ, არა?“ მისი ეს რეპლიკა მყისვე დააფიქსირეს კამერებმა, რასაც ადგილობრივ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გარსია წუხილს გამოთქვამს იმის შესახებ, თუ რატომ არ მისცეს მსვლელობა ჟურნალისტებმა სამხრეთ ამერიკელის ქმედებას: „დიახ, ეს მაშინ ვუთხარი მას, როდესაც თამაში გახურებული იყო, თუმცა მაბრაზებს ის ფაქტი, რომ ჩვენი წინა დაპირისპირების დროს, ვინისიუსმაც დაახლოებით მსგავსი შინაარსის ტექსტით მომმართა და ამ შემთხვევაში პრესას ხმა არ ამოუღია. რა თქმა უნდა, არ მინდა მისი ნათქვამის გამეორება, მაგრამ საინტერესოა, რატომ მიჩქმალეს ეს ამბავი ჩემგან განსხვავებით?“
- 2 დეკემბერი 2022
- 2 798
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.