ფაბრეგასი: „ჩუამენი „ბარსელონას“ შევთავაზე, თუმცა...“
ჩესკ ფაბრეგასმა, რომელიც ამჟამად იტალიური „კომოს“ ღირსებას იცავს, ოურელინ ჩუამენის შესახებ ისაუბრა.
„ახალგაზრდა ნახევარმცველს ხშირად ვესაუბრობდი. ის მეკითხებოდა ისეთ კლუბებში თამაშის შესახებ, როგორებიც არიან „არსენალი,“ „ჩელსი“ და „ბარსელონა.“ ცხადია, სიხარულით ვუზიარებდი ჩემს გამოცდილდებას. მყისვე მივხვდი, რომ ის სხვებისგან გამორჩეული მოთამაშე იყო.“
„აღნიშნული ფეხბურთელის ყიდვა კატალონიელებს შევთავაზე. ისინი ბუსკეტსის მემკვიდრეს ეძებდნენ და ვფიქრობ, ჩუამენი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუმცა იმ მომენტისათვის, „კულეებს“ მხოლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა შეეძლოთ.“
„შემდეგ ოურელინი „რეალში“ გადავიდა, სადაც სტაბილურად ასპარეზობს და პარალელურად, ადგილი დაიმკვიდრა ეროვნულ ნაკრებშიც.„
- 2 დეკემბერი 2022
- 762
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.