დრამა E ჯგუფში - ესპანეთი შემდეგ ეტაპზეა, გერმანია სახლში ბრუნდება
მეტად დრამატულად განვითარდა მოვლენები მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფის ბოლო ტურში.
სრულიად მოულოდნელად, „ფურია როხამ“ 1-2 წააგო იაპონიასთან და სატურნირო ცხრილში ლიდერის სტატუსი დაკარგა. განვლილ შეხვედრა დანიელ კარვახალი 46-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში, ხოლო მარკო ასენსიო 57-ეზე.
მუნდიალის მერვედფინალურ სტადიაზე ლუის ენრიკეს შეგირდები მაროკოს შეერკინებიან (6 დეკემბერი, 19:00).
იაპონია: გონდა, ნაგატომო (მიტომა 46), იტაკურა, იოშიდა, ტანიგუტი, ტანაკა (ენდო 87), მორიტა, იტო, კამადა (ტომიასუ 69), კუბო (დოანი 46), მაედა (ასანო 62)
მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ
ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა (კარვახალი 46), ტორესი, როდრი, ბალდე (ალბა 68), ბუსკეტსი, პედრი, გავი (ფატი 68), ოლმო, მორატა (ასენსიო 57), უილიამსი (ტორესი 57)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)
რაც შეეხება გერმანიას, ფლიკის დამოძღვრილებმა კოსტა-რიკა 2-4 დაამარცხეს და 4 ქულას მოუყარეს თავი, სწორედ იმდენივეს, რამდენსაც ესპანეთმა, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო, ისინი ტურნირს გამოეთიშნენ. ანტონიო რუდიგერი პირველივე წუთებიდან მატჩის ბოლომდე ასპარეზობდა.
კოსტა-რიკა: ნავასი; ფულერი (ბენეტი 74), ვასტონი, დუარტე, ვარგასი, ოვიედო (კონტრერასი 90); კემპბელი, ბორხესი, ტეხედა (ვილსონი 90), აგილერა (სალასი 46(; ვენეგასი (მატარიტა 74)
მწვრთნელი: ლუის სუარესი
გერმანია: ნოიერი; კიმიხი, სულე (გინტერი 90), რუდიგერი, რაუმი (გიოტცე 67); გორეცკა (კლოსტერმანი 46), გიუნდოგანი (ფიულკრუგი 55), მუსიალა; სანე, მიულერი (ჰავერცი 66), გნაბრი
მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლაკი
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90)
- 2 დეკემბერი 2022
- 378
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.