ვინისიუსს და როდრიგოს მადრიდი არ ავიწყდებათ [PHOTO]
სამეფო კლუბის ახალგაზრდა ვარკვლავები შესანიშნავად გამოიყურებიან სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ვინისიუს ჯუნიორმა განვლილი 2 დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ნეიმარის ტრავმის შემდეგ მისი როლი ტიტეს გუნდში ერთი-ორად გაიზარდა. რაც შეეხება როდრიგოს, მართალია საწყისი წუთებიდან არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა მთავარი მწვრთნელი მას ენდობა და არცთუ ისე ცოტა დროს უთმობს მოედანზე. გოეშმა შვეიცარიასთან პაექრობაში საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
საგულისხმოა, რომ მათ არც კატარში ყოფნის დროს ავიწყდებათ „რეალი.“ ვინიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც როდრიგოსთან ერთად არის აღბეჭდილი, შემდეგი სათაური დაურთო - „მადრიდი (ვარსკვლავის ემოჯისთან ერთად).“
- 1 დეკემბერი 2022
- 1 155
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.