კამავინგამ რეკორდი დაამყარა

2022 წლის 30 ნოემბერი ედუარდო კამავინგასათვის დასამახსოვრებელი თარიღი იქნება - მან კარიერაში პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საფრანგეთის ნაკრებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დიდიე დეშამმა 20 წლის ფეხბურთელი, ტუნისთან დაპირისპირების დროს, უჩვეულო პოზიციაზე განამწესა, კერძოდ დაცვის მარცხენა ფრთაზე, სადაც ამ უკანასნელს მხოლოდ ყრმა ბავშვობაში უასპარეზია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოცემებისგან „რეალის“ მოთამაშემ საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო, საერთო ჯამში მისი დებიუტი ცუდად ნამდვილად ვერ შეფასდება. მეტიც, მან რეკორდიც კი დაამყარა „მამლების“ რიგებში, ვინაიდან გახდა პირველი ფეხბურთელი (1966 წელის შემდეგ, როდესაც სტატისტიკის წარმოება დაიწყო), რომელმაც „ლურჯი“ მაისურით მუნდიალზე ერთი მატჩის განმავლობაში 18 ორთაბრძოლის (დუელის) მოგება შეძლო.

„ედუარდოს განსხვავებული ფუნქციების შესრულება მოუწია, თუმცა კარგად გაართვა თავი“ - დასძინა ნამატჩევს დიდიე დეშამმა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)