„პსჟ“-მ მბაპეს ფასი დაადო - გადაიხადეთ ეს თანხა!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, 2023 წლის ზაფხულში „პსჟ“ კილიან მბაპეს გაშვების პერსპექტივას განიხილავს...
არსებული ინფორმაციით, ფრანგები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მოთამაშე საკუთარ მომავალს საფრანგეთის ჩემპიონატში ვერ ხედავს, სწორედ ამიტომ მისი სარფიანად გაყიდვა სწორი გადაწყვეტილება იქნება.
ალ ჰელაიფი მბაპეს 280 მილიონ ევროდ აფასებს. ვინც ამ თანხას გადაიხდის, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი ექნება.
TheAthtletic-ის ცნობით, მადრიდში მბაპეს მიმართ ინტერესი ისევ არსებობს, მაგრამ ამ საკითხზე საუბარს ყველა ერიდება.
- 1 დეკემბერი 2022
- 1 145
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.