არდადეგები დასრულებულია - „რეალი“ ვარჯიშს იწყებს!
სამეფო კლუბში არდადეგები დასრულებულია.
დღეს, 1-ლ დეკემბერს, 18:00 საათზე (თბ. დროით), „ვალდებებასზე“ კვლავ გამოჩნდებიან სამეფო კლუბის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის გამო, უქმე დღეებით სარგებლობდნენ.
ანჩელოტის განკარგულებაში მუნდიალს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები (ლუნინი, ლუკას ვასკესი, ვალეხო, ალაბა, მენდი, კროოსი, სებალიოსი, მარიანო, ნაჩო და ოდრიოსოლა) და კასტილიელები იქნებიან. რაც შეეხება კარიმ ბენზემას, „ოქროს ბურთის“ მფლობელი გუნდს დაახლოებით 1 კვირაში შეუერთდება.
როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ანტონიო პინტუსს გარკვეული გეგმა აქვს შემუშავებული მოთამაშეებისათვის, რათა ისინი მომდევნო ოფიციალურ პაექრობას (30 დეკემბერს, „ვალიადოლიდთან“) ოპტიმალურ ფორმაში შეხვდნენ.
- 1 დეკემბერი 2022
- 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.