რის ჯეიმსი: „ერთ-ერთი არის ვინისიუსი...“
„ჩელსი“ მცველმა რის ჯეიმსმა განვლილ სეზონში საკმაოდ წარმატებით იასპარეზა „რეალის“ წინააღმდეგ (ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში).
ინგლისელმა ფეხბურთელმა იმთავითვე მიიპყრო მადრიდელების ყურადღება, თუმცა „ლურჯებმა“ თავი დაიზღვიეს და მასთან 2028 წლის 30 ივნისამდე განაახლეს კონტრაქტი.
რის ჯეიმს სოციალურ ქსელში სთხოვეს დაესახელებინა 3 ურთულესი მოთამაშე, რომლის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში უასპარეზია: „ვფიქრობ, ესენი არიან ვინისიუს ჯუნიორი, ლეიაუ და მანე.“
„თვითერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას ასევე მოუწოდა არჩევანი გაკეთებინა რონალდუსა და მესის შორის, რაზეც ამ უკანასკნელის პასუხი იყო - „რონალდუ.“
- 1 დეკემბერი 2022
- 593
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.