ბენზემას შემცვლელი - კიდევ ერთი ვარიანტი
ადრე თუ გვიან, სამეფო კლუბს კარიმ ბენზემას ჩანაცვლება მოუწევს და ეს კარგად იციან „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ შეესაბამისად, არა ერთ ცენტრ. ფორვარდს აკვირდებიან.
იტალიური პრესის ცნობით, „რეალი“ ინტერესს გამოხატავს დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ, რომელიც განვლილ ზაფხულს „ფიორენტინადან“ 80 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადაბარდგა „იუვენტუსში“ და უკვე 7 გოლს მოითვლის მათ რიგებში. ამჟამად ფეხბურთელი სერბეთის ნაკრებთან ერთად კატარში იმყოფება, თუმცა ფიზიკური პრობლემების გამო, 2 მატჩის ჯამში მხოლოდ 25 წუთი გაატარა (ბრაზილიასთან) მოედანზე.
„ბლანკოსის“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედიც“ აქტიურად აკვირდება ვლაჰოვიჩს.
ცხადია, ტურინელების გეგმაში საკმაოოდ მაღალი დონისა და დიდი შესაძლებლობების მქონე გამტანის გასხვისვება სულაც არ შედის, მაგრამ კლუბში არსებული პრობლემების ფონზე, არ არის გამორიცხულია, დუშანი ტრანსფერზე ვიხილოთ.
- 30 ნოემბერი 2022
- 738
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.