ტებასი: „ამ საქმეში პერესს ვუწერ 0-ს“
ხავიერ ტებასმა (ლა ლიგის პრეზიდენტი) ფლორენტინო პერესის შესახებ ისაუბრა.
„ფლორენტინო პერესი არასდროს მარცხდება და ის გააგრძელებს ზეწოლას. ცხადია, საწადელ მიზანს ვერ მიაღწევს, მაგრამ ბოლომდე მიჰყვება მას. უკვე რამდენიმე წელია „რეალის“ თავკაცი მუშაობს სუპერლიგის პროექტზე, რომლის მიხედვითაც დიდი კლუბები გამდიდრდებიან, ხოლო პატარებს არაფერი ერგებათ.“
„მინდა, რომ პერესმა დაივიწყოს აღნიშნული იდეა. ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტია. რა თქმა უნდა, სანტიაგო ბერნაბეუს ეპოქას ვერ შევაფასებ, ვინაიდან არ მოვსწრებივარ ამას.“
„როგორც ტურნირის ორგანიზატორს, მას 0-ს დავუწერდი, ხოლო როგორც კლუბის პრეზიდენტს 10-ს.“
„რაც შეეხება ჟოან ლაპორტას, ამ უკანასკნელს კიდევ მრავალი წელი დასჭირდება, რათა კვალიფიციურ მენეჯერად ჩამოყალიბდეს. მასაც ვურჩევდი უარი თქვას ევროპის სუპერლიგაზე.“
- 30 ნოემბერი 2022
- 883
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.