მბაპე თუ ჰოლანდი? - „რეალში“ გადაწყვეტილება მიიღეს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებული აქვს...
ფლორენტინო პერესი საკუთარი მმართველობის პირობებში ფრანგი წინახაზელის დამატებას არ აპირებს და ამით საკუთარ ავტორიტეტს კიდევ უფრო აიმაღლებს. ვინც „რეალს“ გადამწყვეტ მომენტში უარს ეტყვის, „ბლანკოსი“ მას მეორე შანსს აღარ მისცემს.
როგორც სჩანს, 2024 წლისთვის „მერენგების“ მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება, რომელთან საუბარიც სავსებით შესაძლებელია მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ნორვეგიელისა და „სიტის“ კონტრაქტის მიხედვით, ტრანსფერის გაჩარხვის საშუალება არსებობს.
„რეალი“ სრული რესურსის მიმართვას ერლინგის ტრანსფერზე აპირებს და დარწმუნებულია და ბენზემას ღირსეული შემცვლელის დამატებას შეძლებს.
- 30 ნოემბერი 2022
- 7 268
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.