რა არის „კასტილიას“ მიზანი?
„რეალ მადრიდ კასტილია“ წარმატებულ სვლას განაგრძობს.
რაულის შეგირდებმა მიმდინარე სეზონი არცთუ ისე სახარბიელოდ დაიწყეს, თუმცა ყაიმისა და მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა მადრიდისტებმა თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორეს და უკანასკნელ 11 შეხვედრაში, 8 გამარჯვებას, 2 ფრესა და 1 წაგებას მოითვლიან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე ზედიზედ 5 მოგებას იწერენ აქტივში. მსგავსი მაჩვენებელი გუნდს 2015/2016 წლის სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
არსებული მომენტისათვის (13 ტურის თავზე), „თეთრები“ 27 ქულით მესამე პოზიციაზე არიან გამაგრებულნი. ისინი 2-ით ჩამორჩებიან „ალრკორკონს“ (რომელთანაც 4-1 დამარცხდნენ სტუმრად) და 5-ით ლიდერ „კორდობას“ (1-1).
იმ შემთხვევაში, თუ „კასტილია“ Primera RFEF 1-ლი ჯგუფის ჩემპიონი გახდა, პირდაპირ მოიპოვებს სეგუნდა (რანგით მე-2) დივიზიონის საგზურს, ხოლო მე-2-დან მე-5 ადგილოსნებისათვის, საპლეიოფო ზონაა გათვალისწინებული.
რაული უკვე მეოთხე წელია მუშაობს „ბლანკოსის“ სარეზერვო გუნდში და მსგავსი შანსი პირველად ეძლევა. ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ 2013/14 წლების სეზონში სეგუნდადან გამოვარდნილი „კასტილია,“ ისევ დააბრუნოს უკან. საამისოდ „ელ კაპიტანოს“ ისეთი ფეხბურთელი ჰყავს განკარგულებაში, როგორებიც არიან: ალვარო როდრიგესი (18 წლის), იკერ ბრავო (17), ვინისიუს ტობიასი (18), ედგარი (18), მარტიო მარტინი (18), რაფა მარინი (20), დოტორი (21) და შემადგენლობისა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სერხიო არაბასი (21). ეს უკანასკნელი უკვე 8 შედეგიან დარტყმასა და 3 ასისტს მოითვლის.
„რეალ მადრიდ კასტილიას“ მიმდინარე სეზონის განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: მარიო დე ლუისი, ლუის ლოპესი, ლუკას კანისარესი, ფერან კუეტლასი და გრანი;
მცველები: პაბლო რამონი, რაფა მარინი, ვინისიუს ტობიასი, პუხოლი, ობრადორი, მარველი, ალკასარი, ა.ხიმენესი და ა.კარილიო;
ნახევარმცველები: სერხიო არიბასი, დოტორი, მარტინი, იგლესიასი, გარსია, ვილარი, ტეო ზიდანი, მარტინი და ნაკაი;
თავდამსხმელები: პეტერი, ბრავო, ალვარო როდრიგესი, არანდა, ლოენ ლოპესი, ლეივა და რაფა ლორენტე.
- 29 ნოემბერი 2022
- 671
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.