კურტუა: „ეს გაბრაზებით გავაკეთე“
ედენ აზართან ერთად ტიბო კურტუაც წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. „რეალის“ კარის დარაჯმა ბელგიის ნაკრებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ამ მომენტისათვის არავინაა ბედნიერი, ყველანი მომდევნო მატჩის მოგებასა და შემდეგ ეტაპზე ვფიქრობთ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„ესპანეთმა შესანიშნავად იასპარეზა, როგორც კოსტა-რიკის, ასევე გერმანიის წინააღმდეგ. პოტენციურ მეტოქეზე საუბარი არ მსურს, ჩვენ მხოლოდ ხუთშაბათზე ვართ კონცენტრირებულნი.“
„რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი და გაბრაზებულნი შევედით გასახდელში. მწვრთნელი გვესაუბრა თამაშის შემდეგ. ცხადია, მედიამ ყველაფერი გააზვიადა. ჩვენ ი აზრით, შეგვიძლია ჯგუფური ეტაპის დაძლევა.“
„ის ცნობები რაც გავრცელდა, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. დიახ, მე მუშტი ჩავარტყი სათადარიგო სკამის, რადგან განაწყენებული ვიყავი, თუმცა არანაირი ჩხუბი არ ყოფილა.“
„სოციალუ ქსელსა და მედიაში ყოველთვის მძიმე სურათი იხატება, რაც პრობლემას წარმოადგენს. წაგების შემდეგ თანაგუნდელები ერთმანეთს შევხდით და განვიხილეთ არსებული სიტუაცია.“
„არავის უთქვამს, რომ ეს უკანასკნელი მუნდიალი იქნება. შენ ყოველთვის ისე უნდა იასპარეზო, თითქოს ბოლო ჩემპიონატია. შეხედეთ იტალიას, ისინი მონაწილეობას ვერ იღებენ 2022 წლის ტურნირზე, მაგრამ ვინ იფიქრებდა ამას 2 წლის წინ.“
„ვინ გამოიტანა ინფორმაცია გასახდელიდან? რთულია ამის თქმა. ჩვენთან უამრავი ადამიანი მუშაობს. სიგიჟე იქნება ახლა ამის გამოძიება, თუმცა თუ გამოვიჭირეთ, მისთვის ნაკრების კარი დაიხურება.“
„გუნდის განვლილ შეკრებაზე ყველას მიეცა აზრის დაფიქსირების საშუალება, მათ შორის ახალგაზრდებსაც.“
- 29 ნოემბერი 2022
- 14 606
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.