რუდიგერი პროტესტის მომხრე არ ყოფილა
როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატის საწყის მატჩამდე, გუნდური ფოტოს გადაღების დროს, გერმანელმა ფეხბურთელებმა ტურნირის ორგანიზატორებისა და „ფიფას“ მიმართ თავიანთი პროტესტი დააფიქსირეს (პირზე ხელის აფარებით).
Sport1.de-ს ინფორმაციით, აღნიშნული „აქციის“ დაგეგმვის პროცესში, ანტონიო რუდიგერმა და ილკაი გიუნდოგანმა დასძინეს, რომ სჯობდა გუნდს კონცენრტაცია მოეხდინა უშუალოდ თამაშზე და არა სხვა დეტალებზე, თუმცა მათ პოზიციას არავინ დაუჭირა მხარი.
საბოლო ჯამში ბუნდეს ნაკრებს ძვირად დაუჯდა ყურადღების გადატანა, ვინაიდან ფლიკის შეგირდები იაპონიასთან დამარცხდნენ - 1:2.
- 29 ნოემბერი 2022
- 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.