60 მილიონი ენდრიკის სანაცვლოდ და ნეიმარის ჩართულობა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“ ენდრიკ ფელიპეს მადრიდის „რეალს“ არაფრის დიდებით არ დაუთმობს...
ფრანგული კლუბი მზად არის, 16 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამასთანავე ცნობილი ხდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქმეში ნეიმარი ერთვება, რომელიც ფელიპეს ოჯახის წევრებს, კონკრეტულად კი მამას კარგად იცნობს.
ალ ჰელაიფი ფლორენტინო პერესთან ბრძოლის წაგებას არ აპირებს, მას ზურგს უდიდესი ფინანსური რესურსი უმაგრებს.
თუ საქმე მართლაც 60 მილიონ ევროზე მიდგა, მაშინ „რეალის“ შანსები შემცირდება, ვინაიდან „ბლანკოსის“ წინადადება მაქსიმუმ 45 მილიონია, რაც ასევე ბონუსებს ითვალისწინებს.
- 29 ნოემბერი 2022
- 749
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.