რისი თქმა სურს ბენზემას?
კარიმ ბენზემა მადრიდში იმყოფება და სარეაბილიტაციო კურსს გადის.
„ოქროს ბურთის“ მოქმედმა გამარჯვებულმა, სოციალურ ქსელში ვილ სმიტის მიერ „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე წარმოთქმული სიტყვის ვიდეო გამოაქვეყნა: „აქ, ისეთ ადამიანებთან მიწევს საქმის დაჭერა, რომლებიც პატივს არ მცემენ, მაგრამ შენ ხარ ვალდებული გაიღიმო და თავი ისე მოიტანა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე წუთის წინ დენზე ვაშინგტონმა მითხრა - „ფრთხილად იყავი პიკში ყოფნის დროს, ვინაიდან სწორედ მაშინ მოდის ეშმაკი, რათა დაგიჭიროს.““
გავრცელებული ინფორმაციით, კარიმის აღნიშნული გამოხმაურება ფრანგულ მედიას ეძღვნებოდა, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად არკიტიკებენ მას.
- 29 ნოემბერი 2022
- 820
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.