როდრიგო: „მას ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში“
როდრიგომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. მან შვეიცარიასთან ნამატჩევს, Gol Mundial-თან გააკეთა კომენტარი.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. მიხარია, რომ კაზემირო ასისტით მოვამარაგე. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენ წლების განმავლობაში „რეალში“ ვასპარეზობდით ერთად და გვაქვს კომუნიკაცია. კაზეს ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, „ხუთიანზეც,“ „ცხრიანზე“ და ა.შ. (იცინის).“
- 29 ნოემბერი 2022
- 640
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.