ფედეს ურუგვაი რონალდუს პორტუგალიასთან დამარცხდა
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მეტად გაირთულა სიტუაცია ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა.
დიეგო ალონსოს შეგირდები „ლუსაილ სთედიუმზე“ პორტუგალიას შეერკინნენ და 2 უპასუხო გოლი მიიღეს მეტოქისგან. ფედერიკო ვალვერდე 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდა მწვან მინდორზე, თუმცა ვერ შეძლო თანამემამულეების გადარჩენა.
პორტუგალია: დიოგო კოშტა; კანსელუ, რუბენ დიაში, პეპე, მენდეში (გერეირო 42); ბერნარდო სილვა, კარვალიო (პალინია 82), ნევეში (ლეაო 69); ბრუნო ფერნანდეში, რონალდუ (რამოში 82), ჟოაო ფელიქსი (ნუნიეში 82)
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
ურუგვაი: როჩეტი; ხიმენესი, გოდინი (პელისტრი 62), კოატესი, ოლივერა (ვინა 86); ვალვერდე, ბენტანკური, ვესინო (დე არასკაეტა 62); ვარელა, კავანი (სუარესი 72), ნუნიესი (გომესი 72)
მწვრთნელი: დიეგო ალონსო
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (90, პენ)
ამრიგად, „წითლებმა“ 6 ქულის მოგროვებით უკვე დაიბევეს მერვედფინალური სტადიის საგზური, ხოლო სამხრეთ ამერიკელებს კი, 2 დეკემბერს, განასთან მოუწევთ ჭიდილი, რათა აღნიშნული ეტაპი დაძლიონ.
- 29 ნოემბერი 2022
- 430
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.