კაზემიროს გოლით ბრაზილია მერვედფინალშია - როდრიგომ ასისტი ჩაიწერა
„სელესაომ“ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა შვეიცარია, 1-0.
შეხვედრის ერთადერთი გოლი „რეალის“ ყოფილი შუახაზელის, კაზემიროს ანგარიშზეა, რომელმაც როდრიგოს ასისტი გოლად გარდაქმნა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში მონაწილეობდა ვინისიუსიც, რომელმაც მანამდე თავის გამოჩენაც მოახერხა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო, მსაჯმა არ ჩათვალა.
ვინი ჯუნიორი და ედერ მილიტაო საწყისი წუთებიდან საქმეში იყვნენ. მათ შეუცვლელად იასპარეზეს. რაც შეეხება როდრიგოს, ის მეორე ნახევრის სტარტზე გამოვიდა მწვანე მინდორზე.
ბრაზილია: ალისონი; მილიტაო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ალექს სანდრო (ტელეში 86); პაკეტა (როდრიგო 46), კაზემირო, ფრედი (ბრუნო გიმარაეში 58); რაფინია (ანტონი 73), რიშარლისონი (გაბრიელ ჯეზუსი 73), ვინისიუსი
მწვრთნელი: ტიტე
შვეიცარია : სომერი; ვიდმერი (ფრაი 86), აკანჯი, ელვედი, როდრიგესი; რიდერი (სტეფენი 58), ფროილერი, ჯაკა; სოუ (ებიშერი 76), ემბოლო (სეფეროვიჩი 76), ვარგასი (ფერნანდესი 58)
მწვრთნელი: მურატ იაკინი
გოლი: 1:0 კაზემირო (83)
ამრიგად, ბრაზილია უკვე 6 ქულასა და მერვედფინალური ეტაპის საგზურს მოითვლის. ტიტეს შეგირდები ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შერკინებას კამერუნთან გამართავენ (2 დეკემებერს).
- 28 ნოემბერი 2022
- 483
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.