ვინისიუსი და მილიტაო სასტარტოში იასპარეზებენ!
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ნეიმარის გარეშე დარჩენილი „სელესაო“ შვეიცარიას შეერკინება (დღეს, 20:00 საათზე).
აღსანიშნავია, რომ ევროპელების წინააღმდეგ საწყისი წუთებიდან გაირჯებიან მოედანზე ვინისიუს ჯუნიორი და ედერ მილიტაო. ეს უკანასკნელი დაცვის მარჯვენა ფრთაზე მოსინჯავს ძალებს. რაც შეეხება როდრიგოს, ის სათადარიგო სკამზე დაელოდება თავის შანსს.
ბრაზილიელების სასტარტო შემადგენლობა: ალისონი; მილიტაო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, სანდრო; კაზემირო, ფრედი; რაფინია, პაკეტა, ვინისიუსი; რიშარლისონი.
- 28 ნოემბერი 2022
- 444
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.