აქვს თუ არა ბენზემას მუნდიალზე დაბრუნების უფლება?
სამეფო კლუბისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებოდნენ კარიმ ბენზემას ხილვას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, თუმცა მათი იმედები გაქარწყლდა, ვინაიდან თავდამსხმელმა ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ტრავმა მიიღო და მადრიდში დაბრუნდა.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, „ოქროს ბურთის“ მფლობელის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ის 1-ელ დეკემბერს „ვალდებებასის“ ბაზაზე, თანაგუნდელებთან ერთად განაახლებს ვარჯიშს. ცხადია, თავდაპირველად, კარიმი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს, თუმცა ანჩელოტის განკარგულებაში იქნება.
RmcSport-ის ინფორმაციით, ფორმაში ჩადგომის შემთხვევაში, ბენზემას თავისუფლად შეეძლება ყატარის ბილეთის აღება და მუნდიალის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. პლანეტის საუკეთესო მოთამაშე „მამლების“ განაცხადიდან ამორიცხული არ არის და შესაბამისად, არც „ფიფას“ წესდება უკრძალავს მას ქვეყნის ღირსებას დაცვა.
ბუნებრივია, მოვლენების ამგვარი განვითარება ნაკლებად სავარაუდოდა, თუმცა თეორიული შანსი მაინც არსებობს.
- 28 ნოემბერი 2022
- 2 739
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.