სუპერთასი - ფედერაციამ ბილეთები გაანაწილა
ესპანეთის სუპერ თასი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „რეალი,“ „ბარსელონა,“ „ვალენსია“ და „ბეტისი,“ 11-დან 15 იანვრის ჩათვლით, საუდის არაბეთში გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან ერთად უკვე მუშაობს საორგანიზაციო საკითხებზე, რათა ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. როგორც ცნობილი გახდა, მომავალი მატჩებისათვის გუნდები 3000-3000 ბილეთს მიიღებენ, რომლებიც შემდეგ სპეციალურ წესით გადანაწილდება გულშემატკივრებზე.
ნახევარფინალურ სტადიაზე მადრიდელების მეტოქე „ღამურები“ იქნებიან. აღნიშნული პაექრობა 11 იანვარს შედგება. ოქროს მედლებისთვის დაპირისპირება კი, 15 იანვარს გაიმართება.
„რეალი“ ესპანეთის სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულია!
- 28 ნოემბერი 2022
- 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.