რა სთხოვა რუდიგერმა კარვახალს თამაშის შემდეგ?
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის დამარცხება ვერ მოახერხა. ისინი სატურნირო ცხრილში ბოლო საფეხურზე იმყოფებიან და ნერვიულობა მოუწევთ მესამე ტურში.
Cadena SER-ის ჟურნალისტმა, რომელიც სტადიონიდან აშუქებდა განვლილ დაპირისპირებას, საინტერესო ფაქტი დააფიქსირა: „ნამატჩევს, ინტერვიუს დროს, კარვახალთან მივიდა რუდიგერი და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რაზეც დანიმ სიცილი დაიწყო. როგორც შემდეგ გაირკვა, ტონიმ საკლუბო თანაგუნდელს, მომდევნო შეხვედრაში იაპონიის დამარცხება სთხოვა. განაპირა მცველმა მას მიუგო, რომ „ფურია როხა“ გამარჯვებისთვის იბრძოლებდა აზიელების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი საკმაოდ კარგი სანახაობა იყო.“
- 28 ნოემბერი 2022
- 5 216
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.