მადრიდელების ფრე „ალ ბაით სთედიუმზე“

მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფში მეტად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ვინაიდან ოთხივე ნაკრები ინარჩუნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს.

მიმდინარე მუნდიალზე „რეალის“ ფეხბურთელების პირველი ჯახი ფრედ დასრულდა. ესპანეთისა და გერმანიის გუნდებმა ტაბლოზე 1-1 დააფიქსირეს. დანიელ კარვახალი, მარკო ასენსიო და ანტონიო რუდიგერი სასტარტო წუთებიდან საქმეში იყვნენ. მალიორკელი შემტევი მწვრთნელმა 65-ე წუთზე შეცვალა, ხოლო მცველებმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ ტონიმ გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არბიტრმა არ ჩათვალა.

ესპანეთი: სიმონი; კარვახალი, როდრი, ლაპორტი, ალბა (ბალდე 82); გავი (უილიამსი 66), ბუსკეტსი, პედრი; ტორესი (მორატა 54), ასენსიო (კოკე 66), დანი ოლმო.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გერმანია: ნოიერი; კერერი (კლოსტერმანი 70), სულე, რუდიგერი, რაუმი (შლოტერბეკი 87); კიმიხი, გორეტცკა; გნაბრი (ჰოფმანი 85), გიუნდოგანი (სანე 70), მუსიალა; მიულერი (ფულკრუგი 70).
მწვრთნელი: ჰანსი ფლიკი

გოლები: 1:0 მორატა (62), 1:1 ფულკრუგი (83)

ამრიგად, ბოლო ტურის წინ, „ფურია როხა“ 4 ქულას მოითვლის, იაპონია და კოტა-რიკა სამ-სამს, გერმანია კი, 1-ს.

1-ელ დეკემბერს, ლუის ენრიკეს შეგირდები აზიელებს შეერკინებიან, ხოლო ფლიკის დარიგებულები ჩრდილოეთ ამერიკელებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (55)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)