ბელგიის უსახური თამაში და მარცხი მაროკოსთან [VIDEO]

რობერტო მარტინესის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში მარცხი განიცადეს. მაროკოელებმა 2 უპასუხო გოლი გაუტანეს ევროპელებს.

ტიბო კურტუა და ედენ აზარი სასტარტო წუთებიდან ირჯებოდნენ მწვანე მინდორზე. კაპიტანმა მოედანი მე-60 წუთზე დატოვა, ხოლო კარის დარაჯმა შეუცვლელად იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ პირველ გაშვებულ გოლში მეტად უყურადღებოდ იასპარეზა „რეალის“ მეკარემ.

ბელგია: კურტუა; მუნიე (ლუკაკუ 81), ალდერვეირელდი, ვერტონგენი; კასტენი, ონანა (ტილემანსი 60), ვიტსელი, ე. აზარი (მერტენსი 60), ტ. აზარი (ტროსარი 75); დე ბრუინი, ბატშუაი (დე კეტელარე 75).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მაროკო: მუნირი; ჰაკიმი (ატიატ-ალალი 68), აგერდი, საისი, მაზრაუი; უნაჰი (ელ იამიქი 78), ამრაბატი, ამალა (საბირი 68); ზიეში, ენ-ნესირი (ჰამდალა 73), ბუფალი (აბუკლალი 73)
მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

გოლები: 0:1 საბირი (73), 0:1 აბუხლალი (90)

F ჯგუფში სიტუაცია მეტად დაიძაბა. ლიდერის პოზიციას მაროკო იკავებს 4 ქულით, ხოლო ბელგიას 3 ქულა აქვს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (189)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)