„რეალის“ ტრიო შვეიცარიის წინააღმდეგ?
28 ნოემბერს, „სელესაო“ ჯგუფური ეტაპის მეორე დაპირისპირებას გამართავს. მათი მეტოქე შვეიცარია იქნება.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დანაკლისით ხვდება ევროპელებთან პაექრობას. როგორც ცნობილია, ტიტეს გუნდს ნეიმარი და დანილო ვერ დაეხმარებიან. ორივე შემთხვევაში ტრავმასთან გვაქვს საქმე.
UOL Esporte-ს ინფორმაციით, მომავალი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში გულშემატკივრები „რეალის“ 3 ფეხბურთელს იხილავენ. „პსჟ“-ს ვარსკვლავის ადგილს მოედანზე ახალგაზრდა როდრიგო დაიკავებს, ხოლო მარჯვენა ფრთას კი, ედერ მილიტაო ჩაიბარებს. რაც შეეხება ვინისიუსს, სერბეთთან მატჩის მსგავსად, ის „ყვითლების“ ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
- 27 ნოემბერი 2022
- 844
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.