მადრიდისტების პირველი დუელი კატარში

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები იმართება.

კატარის 2022 წლის მუნდიალზე სამეფო კლუბის ფეხბურთელების გზები პირველად გადაიკვეთება. დღეს, 23:00 საათზე, ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება. დანიელ კარვახალი და მარკო ასენსიო ანტონიო რუდიგერის წინააღმდეგ იასპარეზებენ. დიდი ალბათობით, სამივე სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს ასპარეზობას.

აღსანიშნავია, რომ „ფურია როხა“ 3 ქულას მოითვლის და გამარჯვების შემთხვევაში, მერვედფინალური ეტაპის საგზურს დაიბევებს, ხოლო ბუნდეს ნაკრების ანგარიშზე 0 ქულაა და შესაბამისად, მათთვის მარცხი ტურნირიდან გავარდნის ტოლფასი იქნება.

როგორც იცით, გათამაშების სადებიუტო მატჩში „წითლებმა“ 7 უპასუხო გოლი გაუტანეს კოსტა-რიკელებს, ფლიკის შეგირდებმა კი, იაპონიასთან დათმეს თამაში (1-2).

დანიელ კარვახალისათვის მომდევნო დაპირისპირება პირველი გამოდგება მიმდინარე მუნდიალზე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (55)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)