ჩუამენი: „ეს არის მტკნარი სიცრუე!“
ოურელინ ჩუამენმა თანაგუნდელი დაიცვა.
„საფრანგეთის შემადგენლობის წევრები თავს კარგად ვგრძნობ, ჩვენ გვიხარია ერთად ყოფნა. მინდა უარვყო ინფორმაცია, თითქოს ბენზემას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ გასახდელში სიტუაციაში გაუმჯობესდა. ეს არის მტკნარი სიცრუე. კარიმის ყოფნის დროსაც ყველაფერი რიგზე იყო.“
„იცით რა მაბედნიერებს? ვიცი, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ ცოტას დავისვენებ და შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს შევუერთდები.“
„ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი იმის გამო, რაც ჩემს თავს ხდება. „ბლანკოსში“ ასპარეზობა ყოველდღიური ბედნიერებაა.“
„დიახ, მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ როდესაც სამეფო კლუბი გთავაზობს, ეს შანსი უნდა გამოიყენო, რადგან სხვა კლუბები ასპარეზზე მერეც გამოვლენ, „რეალში“ გადასვლის შანსი კი ხშირად არ გეძლევა.“
„როდესაც მადრიდში ჩავედი და საწვრთნელი ბაზა მიმოვიხილე, მაშინვე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. ეს დიდი ინსტიტუტია.“
„პროგრესი გრძელდება, გაჩერებას არ ვაპირებ. ვიცი, რომ გაწეული შრომა უნდა დავაფასო და განვლილი თვეები პოზიტიურად შევაფასო, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.“
„ადაპტაცია? არ გამჭირვებია. „რეალის“ რიგებში ძალიან მეგობრული ფეხბურთელები ირიცხებიან, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან.“
- 27 ნოემბერი 2022
- 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.