ჩუამენი და კამავინგა მერვედფინალში არიან

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა კილიან მბაპეს დუბლის წყალობით დანია 2-1 დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვებით დიდიე დეშამის შეგირდებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის საგზური დაიბევეს. ოურელინ ჩუამენმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა. მისი მონაგარია 81 შეხება ბურთთან, 67 გადაცემა (98.5% სიზუსტით), 2 გადამწყვეტი პასი, 1 დიდი შანსის შექმნა და 12 დაცვითი მოქმედება. რაც შეეხება ედი კამავინგას, მას კვლავ არ მისცემია თავის გამოჩენის საშალება.

საფრანგეთი: ლორისი, კუნდე, ვარანი (კონატე 75), უპამეკანო, ერნანდესი, ჩუამენი, რაბიო, გრიზმანი (ფოფანა 90+2), დემბელე (კომანი 75), ჟირუ (ტიურამი 63), მბაპე
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

დანია: შმეიხელი, ანდერსენი, კრისტენსენი, ნელსონი, მელე, ჰოიბერგი, ერიკსენი, კრისტენსენი (ბა 90+2), დამსგორი (დოლბერგი 73), ლინდსტრიომი (ნორგორი 85), კორნელიუსი (ბრაითვეტი 46)
მწვრთნელი: კასპერ იულმანი

გოლები: 1:0 მბაპე (61), 1:1 კრისტენსენი (68), 2:1 მბაპე (86)

„მამლები“ 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ D ჯგუფს. ბოლო ტურის შეხვედრაში მათი მეტოქე ტუნისი იქნება (30 ნოემბერს).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)