ალაბა:„„რეალის“ წარმატების გასაღები ჯანსაღი ურთიერთობებია“
დავიდ ალაბამ სამეფო კლუბსა და მეგობარ თანაგუნდელებზე ისაუბრა...
„წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდელი გავხდი და ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამეთავისებინა, რას ნიშნავს „ბლანკოსის“ ღირსების დაცვა. ეს სხვა კლუბია, სადაც მოთხოვნები წლიდან წლამდე იმატებს, მაგრამ არასდროს ირღვევა ტრადიცია და მიდგომები, რომელიც კოლექტივის მიმართ არსებობს.“
„ანჩელოტი ნამდვილი გენიოსია, მას ჯერ კიდევ გერმანიიდან ვიცნობდი. „რეალის“ წარმატების გასაღები სწორედ ჯანსაღი ურთიერთობებია. ამ კლუბში შესანიშნავი სიტუაცია სუფევს.“
„ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს რუდიგერთან და ტონი კროოსთან, ასევე ვმეგობრობ ბენზემასთნა და აზართან.“
„ლუკა მოდრიჩი უფროს ძმად იქცა, მისი ავტორიტეტი კლუბში ძალიან დიდია. ხორვატის სათამაშო ფორმაზე ბევრი საუბარი არც ღირს, ის დღესდღეობით ნახევარდაცვაში უალტერნატივო მოთამაშედ მიმაჩნია.“
- 26 ნოემბერი 2022
- 1 269
- 17