ანჩელოტი რიშარლისონს კიდევ დააკვირდება
როდესაც კარლო ანჩელოტი „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, „ევერტონის“ წინახაზელი რიშარლისონი ერთ-ერთ სატრანსფერო მიზნად დაისახა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა...
როგორც სჩანს, იტალიელ სპეციალისტს რიშარლისონი ისევ მოსწონს და ფეხბურთელის ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამორჩენია.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ „ტოტენჰემს“ შუერთდა, მაგრამ მადრიდში ამ მხრივ პრობლემას ვერ ხედავენ. თუ ფლორენტინო პერესი მოთამაშის სანაცვლოდ 50 მილიონს გაიღებს, შეთანხმება შედგება.
იმ შემთხვევაში, თუ ანდრადე მუნდიალზე ასეთ თამაშს გააგრძელებს, „ბლანკოსის“ მხრიდან მეტი აქტიურობა იქნება მოსალოდნელი.
ანჩელოტი მიიჩნევს, რომ წინახაზელის მობილურობა გუნდს ძალიან გამოადგება. მას შეუძლია, როგორც ცენტრ-ფორვარდად თამაში, ასევე ფლანგებიდან შეტევა.
- 26 ნოემბერი 2022
- 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.