გუარდიოლას „რეალის“ სუპერ ვარსკვლავს შეპირდნენ!
ხოსეპ გუარდიოლამ მანჩესტერ „სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. არსებული ინფორმაციით, პეპს მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობა „რეალის“ ვარსკვლავს შეპირდა...
საუბარია ფედერიკო ვალვერდეზე, რომლის სანაცვლოდაც მანჩესტერული გრანდი დაახლოებით 155 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
ფედეს ფასი ამ ეტაპზე 100 მილიონ ევრომდეა მისული, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ფლორენტინო პერესი გუნდის ამომავალ ვარსკვლავს არ დათმობს.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ქალაქელები“ „რეალის“ დაყოლიებას გაცილებით დიდი თანხით აპირებენ.
თუ ფედეიკო მართლაც გადავა პრემიერლიგაში, ის „რეალის“ ისტორიის ყველაზე ძვირადგაყიდული ფეხბურთელის სტატუსს მოირგებს.
- 26 ნოემბერი 2022
- 1 755
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.