მილინკოვიჩ-სავიჩი „რეალში“ თამაშის იმედს არ კარგავს
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი მადრიდის „რეალის“ რადარზე ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც გუნდი მეორედ ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა, მაგრამ „ლაციოს“ მხრიდან არარელევანტური თანხების მოთხოვნის გამო შეთანხმება ვერ შედგა...
ამას ემატებოდა კროოსისა და მოდრიჩის საოცარი გამოსვლა და საბოლოო ჯამში, ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელში 100 მილიონი ევროს გადახდის საჭიროება ვერ დაინახა.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სერბ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატის დატოვება სურს და „რეალში“ თამაში მისი ოცნებაა.
სერგის რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, განახლებაზე კი უარს აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის ზაფხულში იტალიელები მის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდებიან.
არსებული ინფორმაციით, მინიკოვიჩის დამატება „ბლანკოსს“ 40 მილიონ ევროდ შეეძლება.
- 26 ნოემბერი 2022
- 557
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.