როდრიგოს თამაშის შანსი გაუჩნდა?
როდრიგო გოესის ოცნება რეალობად იქცა, ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა.
სერბეთთან მატჩის 76-ე წუთზე, ახალგაზრდა შემტევი ვინისიუს ჯუნიორის ნაცვლად ჩაერთო საქმეში და მსაჯის საფინალო სასტვენამდე, გოლის გატანის მცდელობაც ჰქონდა.
მიუხედავად ევროპელების ძლევისა და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებისა, „სელესაოს“ დამრიგებელი დამწუხრებულია, ვინაიდან განვლილი პაექრობის მეორე ნახევარში ტრავმის გამო ნეიმარის შეცვლა მოუხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ვარსკვლავი შვეიცარიასთან შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, კამერუნთან, მისი მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ახლა ტიტე ნეიმარის შემცვლელზე ფიქრობს. არ არის გამორიცხული, კაპიტნის არყოფნის პერიოდში, მისი ადგილი როდრიგომ დაიკავოს მოედანზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელი დამრიგებელი ვარიანტების ნაკლებობას არ განიცდის. ბრაზილია მიმდინარე მუნდიალზე შთაბეჭდავი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.
- 25 ნოემბერი 2022
- 766
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.