მოურინიო: "გუნდის მენტალიტეტი მომწონს"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს შრომა მოუწონა და განაცხადა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია.
"გონსალო იგუაინი საუკეთესო ფორვარდია. მან დუბლი გაიფორმა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პიპიტას სტადიონზე გადაადგილებები მომწონს, იგი წინასწარ გრძნობს თუ საით წავა ბურთი. მისი თამაში ყოველთვის ეხმარება გუნდს გამარჯვებაში."
"სამეფო კლუბი ათი თვის განმავლობაში მარტო კრიშტიანო რონალდოსა და გონსალო იგუაინის იმედზე ვერ ითამაშებს. სწორედ ამიტომ მჭირდება კარიმ ბენზემა. ბენზემა დიდებული თავდამსხმელია და ვფიქრობ მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოძებნას მოვახერხებ."
"კლიბის განწყობით აღტაცებული ვარ, მათ დამარცხება არ უნდათ. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ამხანაგური მატჩები არ არსებობს და მათგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ."
"ორივე მატჩში იყო მომენტები, რომლებიც არ მომეწონა, თუმცა ეს ლოგიკურია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ და ვმუშაობთ, კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი."
- 8 აგვისტო 2010
- 1 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.