ვალვერდეს დებიუტი მუნდიალზე - ურუგვაი ფრეს დასჯერდა
ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის საწყისი პაექრობა ჩაატარა.
დიეგო ლოპესის შეგირდები სამხრეთ კორეასთან ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ფედერიკო ვალვერდემ. ამ უკანასკნელმა შეუცვლელად იასპარეზა და 89-ე წუთზე, გოლის გატანაც შეეძლო. „რეალის“ ნახევარმცველის ყუმბარისებული დარტყმული ძელს მოხვდა. საერთო ჯამში მან სამჯერ დაარტყა კარისკენ, გააკეთა 69 გადაცემა (89% სიზუტით), 80-ჯერ შეეხო ბურთს და 1 წარმატებული დრიბლინგი და 2 ვარდნა მიითვალა.
სამხრეთ ამერიკელები მომდევნო დაპირისპირებას 28 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.
ურუგვაი: როჩეტი; კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ოლივერა (ვინა 79); ვალვერდე, ვესინო (დე ლა კრუზი 79), ბენტანკური; პელისტრი (ვარელა 88), სუარესი (კავანი 64), ნუნიესი
მწვრთნელი: დიეგო ალონსო
სამხრეთ კორეა : კიმ სინ-გიუ - კიმ მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, კიმ იენ-გვონი, კიმ ჯინ-სუ; ჰვან ინ-ბომი, ჩონი უ-იონი, ლი ჯე (სონ ჯუ-ჰო 74); ნა სანგ ჰო (კან ინ-ლი 75), ჰვან ი-ჯო (ჩო გუე სონი 74), სონი
მწვრთნელი: პაულუ ბენტუ
- 24 ნოემბერი 2022
- 509
- 4