ასენსიო: „ლუის ენრიკემ პირველივე დღეს მითხრა, რომ...“
მარკო ასენსიომ კოსტა-რიკის წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. „რეალის“ ფეხბურთელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გოლის გატანამ ძალიან გამაბედნიერა ლუის ენრიკეს დავალებები ჩემთვის კომფორტულია. ის თავდაჯერებას მმატებს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.“
„მუნდიალი ნებისმიერი ფეხბურთელისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ტურნირი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, რაც მის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს. ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს ამოსავალი წერტილი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ნიშანდობლივია. ჩემი კონტრაქტი არაფერ კავშირშია ჩემპიონატთან.“
„შესანიშნავ განყობაზე ვარ. ვფიქრობ, აღნიშნულ გამოწვევას სათანადოთ მომზადებული შევხვდი. გუნდისათვის ყველაფერს გავიღებ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შორს გავიდეთ.“
„პირველივე დღიდან ენრიკემ მითხრა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შემეძლო ასპარეზობა. „9“ ნომერზე თამაშიც ამის დასტურია. თანაგუნდელებმა პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სივრცეებს მოედანზე და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ.“
„დიდებულ მომენტს განვიცდი და კრიტიკასაც მშვიდად ვიღებ. ვგონებ, ადამიანი სწავლობს არა მხოლოდ კარგისგან, არამედ პირიქითაც. ვიმედოვნევ, ასე გავაგრძელებ გამოსვლას.“
„მწვრთნელი თავდამსხმელებს გვეუბნება, რომ თავდაცვის დროს ყურადღებით ვიყოთ, ვინაიდან ასეთ სიტუაციაში წინახაზელები ვხვდებით პირველი მოწინააღმდეგეს. მას სასტიკად არ მოსწონს, როდესაც მეტოქე ფლობს ბურთს და ჩვენც მყისვე პრესინგზე ვაკეთებთ გადართვას.“
„განვლილმა პაექრობამ თავდაჯერებულობა შეგვმატა, თუმცა დამრიგებელი არ მოგვცემს საშუალებას, რომ ეიფორიას მივეცეთ. გამარჯვებით გახარებულნი ვართ და ამ კურსის შენარჩუნება გვინდა.“
„სასტარტო შემადგენლობის დაკომპლექტება ენრიკეს კომპოტენციას წარმოადგენს. გერმანიის წინააღმდეგ სათადარიგოზე თუ მომიწია ყოფნა, ეს ნორმალურია. შანსის შემთხვევაში კი, ძალისხმევას არ დავიშურებ.“
„ბედნიერი ვარ, რომ გავხდი პირველი მალიორკელი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალზე მოახერხა თავის გამოჩენა.“
- 24 ნოემბერი 2022
- 791
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.