ესპანეთმა კოსტა-რიკა გაანადგურა, ასენსიომ გაიტანა
„ფურია როხამ“ შთამბეჭდავად დაიწყო გამოსვლა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ლუის ენრიკეს შეგირდებმა 7 უპასუხო გოლი გაუტანეს კეილორ ნავასის კოსტა-რიკას. აღსანიშნავია, რომ თავის გამოჩენა მოახერხა მარკო ასენსიომაც, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ირჯებოდა და მხოლოდ 69-ე წუთზე შეცვალეს. „რეალის“ შემტევმა 21-ე წუთზე გოლად აქცია ჟორდი ალბას პასი.
რაც შეეხება დანიელ კარვახალს, განაპირა მცველი სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა.
ესპანეთი: სიმონი; ასპილიკუეტა, როდრი, ლაპორტი, ალბა (ბალდე 64); გავი, ბუსკეტსი (კოკე 64), პედრი (სოლერი 57); ტორესი (მორატა 57), ასენსიო (უილიამსი 69), დანი ოლმო
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
კოსტა რიკა: ნავასი; მარტინესი (ვესტონი 46), დუარტე, კალვო, ოვიედო (მატარიტა 82); სპენსი, ბორხესი (აგილერა 72), ტეხედა, ბენეტე (რუისი 61); კემპბელი, კონტრერასი (ზამორა 61)
მწვრთნელი: ფერნანდო სუარესი
გოლები: 1:0 დანი ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21), 3:0 ტორესი (31, პენ), 4:0 ტორესი (54), 5:0 გავი (75), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (90)
ესპანელები 27 ნოემბერს გერმანელებს შეერკინებიან. არსებული მომენტისათვის ისინი იაპონიასთან ერთად ლიდერობენ E ჯგუფს.
- 23 ნოემბერი 2022
- 975
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.