ანჩელოტის დეკლან რაისის დამატებას ურჩევენ
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს ინგლისელი ნახევარმცველის, დეკლან რაისის დამატებას ურჩევენ. „ვესტ ჰემის“ შუახაზელი ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრებშია წარმოდგენილი და მუნდიალზე ასპარეზობს...
რაისი ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად და საკმაოდ საიმედო ფიგურად ითვლება.
დეკლანის ამჟამინდელი ფასი TransferMarkt-ის მონაცემებით 80 მილიონი ევროა, მაგრამ რამდენად გადაიხდის ფლორენტინო პერესი აღნიშნულ თანხას საკითხავია.
ირლანდიელი მოთამაშე, რომელიც ინგლისის მოქალაქეობას ფლობს „ბლანკოსის“ გარდა არაერთი სხვა გრანდის თვალთახედვის არეშია.
ჯუნი კალაფატი, რომელსაც კარლიტოს მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი აქვს, რაისის პროგრესს აქტიურად აკვირდება.
მოთამაშისა და „ვესტ ჰემის“ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივაც არსებობს.
- 23 ნოემბერი 2022
- 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.