კლოპი შეცდომების დაშვებას აღარ აპირებს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, იურგენ კლოპი „ლივერპულს“ მოუწოდებს, რომ შეცდომა აღარ დაუშვას...
ორელიან ჩუამენი „რეალში“ გადასვლამდე სწორედ „ლივერის“ რადარზე იყო და ტრანსფერის ალბათობაც საკმაოდ იზრდებოდა.
კლოპი ჩუამენს მოუთმენლად ელოდა, მაგრამ საბოლოოდ ფრანგმა „ბლანკოსი“ აირჩია.
ახლა იგივე სიტუაციაა ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებით. გერმანელი სპეციალისტი ინგლისელ ნახევარმცველს გამალებით ითხოვს და ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ ტრანსფერში რეკორდული თანხა გადაიხადოს.
„ლივერპულში“ თვლიან, რომ „რეალს“ უნდა დაასწრონ, სწორედ ამიტომ მუნდიალის დასრულებისთანავე მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობა გერმანიაში გამგზავრებას და მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს.
- 23 ნოემბერი 2022
- 846
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.