„რეალის“ რადარზე მცველი გამოჩნდა - რას იტყვის ზიდანი?
მსოფლიოს ჩეპიონატის პარალელურად, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც იწერება, „რეალის“ რადარზე „ლიონის“ მარჯვენა მცველი გამოჩნდა. მალო გუსტო, რომელიც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, მიმდინარე სეზონში საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს. მას კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები აღნიშნულ ფეხბურთელთან დაკავშირებით ზიდანთან გაივლიან კონსულტაციას, როგორც ეს კამავინგასა და ჩუამენის შემთვევაში მოხდა. თუ ლეგენდარულმა მწვრთნელმა მწვანე შუქი აანთო, „ბლანკოსი“ მყისვე დაიწყებს მოლაპარაკებებს.
- 23 ნოემბერი 2022
- 835
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.