მარსელო „რეალის“ მეტოქე გახდება?
როგორც იჩანს, ბრაზილიელი ფეხბურთელის კარიერა ბერძნულ კლუბში ვერ აეწყო.
„ოლიმპიაკოსში“ უკმაყოფილონი არიან მარსელოს ფიზიკური კონდიციებით და „რეალის“ ყოფილ მცველსაც, ფაქტობრივად, არ უწევს მოედანზე გასვლა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, პრესაში აქტიურად იწერება, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, სამხრეთ ამერიკელისა და პირეოსელების გზები გაიყრება.
მარსელოს შესაძლობებით მეტად დაინტერესებულია თურქული „ბეშიქთაში,“ თუმცა, როგორც იწერება, ფეხბურთელის გადაბირებისათვის ყველაფერს გააკეთებს „ხეტაფე,“ რომლის მთავარ მწვრთნელ კიკე სანჩეს ფლორესს დიდად ეიმედება „ბლანკოსის“ აწ უკვე ყოფილი ვარსკვლავის.
მაშასადამე, არ არის გამორიცხული, მარსელო „რეალის“ წინააღმდეგ ვიხილოთ მოედანზე.
- 23 ნოემბერი 2022
- 5 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.