ჩუამენის წარმატებული დებიუტი მუნდიალზე და „მამლების“ 1-ლი გამარჯვება [VIDEO]
საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი პაექრობა გამართა. „მამლებმა“ დამაჯერებელი ანგარიშით, 4-1 დაამარცხეს ავსტრალია.
ოურელინ ჩუამენი საწყისი წუთებიდან საქმეში იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა სადებიუტო მატჩი მუნდიალზე. სანამ „რეალის“ მოთამაშეს შეცვლილდნენ (77 წუთზე), მან 89-ჯერ მოასწრო ბურთთან შეხება, გააკეთა 73 პასი (96 % სიზუსიტით), მოიგო 6-დან 6 დუელი, 10-ჯერ დაიბრუნა და 6-ჯერ აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს და მხოლოდ 3-ჯერ დაკარგა ის.
რაც შეეხება ედუარდო კამავინგას, დიდიე დეშამს მისი შესაძლებლობები არ გამოუყენებია.
ამრიგად, ფრანგები D ჯგუფს 3 ქულით ლიდერობენ, დანიელებსა და ტუნისელებს კი, 1-1 ქულა აქვთ. მათი მომდევნო მეტოქე სკანდინავიელები იქნებიან (26 ნოემბერს, 20:00 საათზე).
საფრანგეთი: ლორისი; პავარი (კუნდე 89), კონატე, უპამეკანო, ლ. ერნანდესი (ტ. ერნანდესი 13); ჩუამენი (ფოფანა 77), რაბიო; დემბელე (კომანი 77), გრიზმანი, მბაპე; ჟირუ (ტურამი 89)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ავსტრალია: რაიანი; ატკინსონი (დეგენეკი 85), სუტარი, როვლესი, ბეჰიჩი; მაკგრი (მაბილი 73), მუი, ირვინი (ბაკუსი 85); ლეკი, დეკი (კამინგსი 56), გუდვინი (კუოლი 74)
მწვრთნელი: გრეჰემ არნოლდი
გოლები: 0:1 გუდვინი (9), 1:1 რაბიო (27), 2:1 ჟირუ (32), 3:1 მბაპე (68), 4:1 ჟირუ (71)
- 23 ნოემბერი 2022
- 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.