მოდრიჩი:„„რეალში“ დარჩენაზე ახალი არაფერია“
ლუკა მოდრიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მადრიდის „რეალში“ დარჩენის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. არ შეესაბამება სიმართლეს არცერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კლუბთან ახალ კონტრაქტს ვაწერ ხელს. ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ვნახოთ, რა მოხდება მუნდიალის დასრულების შემდეგ. მე ვიცი, რა არის ჩემი ოცნება და რისი გაკეთება მსურს მომავალში.“
„არის თუ არა მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? რთული კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე France Football-მა ამომწურავად იმსჯელა და გალა ღონისძიებაც მოაწყო.“
„ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის არაერთი კლუბი იბრძოლებს, მაგრამ ასევე გვჯერა მიზნებისა და ოცნებების, რომელიც ხორვატიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს აქვს. მაქსიმუმს გავიღებთ.“
„მუნდიალის თასის გამო ადამიანი კარიერის დასრულებაზეც იფიქრებდა. ეს ხუმრობით.“
„ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაწყება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა აუცილებელია. რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“
„სანაკრებო კარიერის დასასრული? დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. 4 წელიწადში ფიზიკურად არ შემეძლება ეროვნული ნაკრების დახმარება.“
- 22 ნოემბერი 2022
- 3 642
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.