იოზილი: „მოურინიო მიყვიროდა და მეუბნებოდა, რომ...“

„რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა, ავტობიოგრაფიულ წიგნში ჟოზე მოურინიოსთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ დაწერა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ შესანიშავი პირველი ნახევარი ჩავატარე, მაგრამ მოურინიო მეტად გაბრაზებული ჩანდა, განსაკუთრებით ჩემზე. შესაძლებელია, შესვენებამდე ცოტათი მოვდუნდი, მაგრამ ღირდა ამის გამო მთელი გუნდის წინაშე ღრიალი?!“

„„მესუთ, ბ&^$%ო! ირბინე ამ ზონამდე“ - ყვიროდა ის ტაიმის განმავლობაში. გასახდელში კი მითხრა - „შენ ფიქრობ, რომ 50 პროცენტით დახარჯვა საკმარისია?““

„იმ მომენტში საშინელი ზიზღი გამიჩნდა. თავდაპირველად ვითმენდი, ვინაიდან პატივისცემითა და სიყვარული მაკავშირებდა მის მიმართ, თუმცა 10 წუთის შემდეგ ხმა ამოვიღე.“

„რა გინდა ჩემგან?“ - ვკითხე.“

„„ისე მიდიხარ ბურთის ასართმევად, თითქოს გეშინია“ - მიპასუხა მან.“

„პარალელურად ის სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებდა, რითაც ჩემს განსახიერებას ცდილობდა. ამაზე თავი ვერ შევიკავე, მაისური გავიხადე და უარი ვთქვი თამაშზე.“

„„ნებდები? წადი, იტირე. ჩვენ არ გვჭირდება. არასდეოს იქნები ისეთი კარგი, როგორიც ზიდანი იყო“ - დაამატა მწვრთნელმა. მან იცოდა, ჩემი დამოკიდებულება ზისუსადმი და ამიტომაც თქვა ესე. საბოლოოდ, იმ შეხვედრაში კაკამ შემცვალა.“

გერმანელმა ფეხბურთელმა 3 სეზონი გაატარა მადრიდში. მის ანგარიშზეა 19 გოლი და 47 ასისტი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)