ნასრი ბენზემაზე: „ვფიქრობ, დეშამმა შეცდომა დაუშვა“
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სამირ ნასრი, კარიმ ბენზემას ტრავმას გამოეხმაურა.
„ბენზემას ტელეფონით ვესაუბრე და ძალიან განაწყენებულია. ვფიქრობ, მწვრთნელი ცუდად უდგებოდა მას. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც ასეთივე ყურადღებას იმსახურებს.“
„ბენზემას მონაწილეობა ავსტრალიასთან, ტუნისთან ან დანიასთან აუცილებლობას არ წარმოადგენდა. კარიმი ჩვენ დაგვჭირდებოდა საპლეიოფო სტადიაზე, ვინაიდან მსგავსი კალიბრის მოთამაშეებს შეუძლიათ გუნდის აყვანა ახალ დონეზე. ვგონებ, დიდი დანაკლისი მივიღეთ და უბრალოდ სავალდებულო არ იყო მასზე ასეთი ზეწოლის მოხდენა.“
„განვლილ სეზონში კარიმმა 60 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის, რომ 34 წლის ასაკში დაღლას გრძნობს, ნორმალურია. ჩვენი სიჩქარე არაფერში არ ეწერა.“
- 22 ნოემბერი 2022
- 955
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.